მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება

მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოს ფორმატში.
„რაც შეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით არის გამორჩეული, მათ შორის ეს არის კომპეტენცია. მიმაჩნია, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება – აქ იგულისხმება საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი.
გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს დარჩენის შესაძლებლობა თუ ექნება, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
ზოგადად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა . სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას. ასეთი პროცესების მიმართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის სრულიად განსხვავებული, მისი დამოკიდებულება არის, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში. ამისთვის არსებობს სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქ ჩართულია გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯდომარე. შესაბამისად, ამ ფორმატში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება