მოქალაქისთვის 150 000 დოლარის ჯგუფურად გამოძალვის მცდელობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

აჭარაში, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ.. კერძოდ, გ.ლ. – ს და ნ.ც. – ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება, ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გ.ლ. – მ ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?