ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოქალაქე, რომელსაც წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც კუპრავა Facebook-ზე წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
"დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!
update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარუ მოქალაქეების პროტესტის ეშინია"- წერს კუპრავა.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი მოქალაქეს "ადევნებაში" ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ნინო წილოსანმა შსს-ს მიმართა.
საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნინო წილოსანი ინტერვიუს აძლევდა, მოქალაქე დავით კუპრავამ ამ დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და "მოღალატე" უწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.