არქივი21 ივნისი 2024, 10:21
მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს
მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მგზავრი მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, რის გამოც საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.