“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულებით გაირკვევა, აპირებენ თუ არა ისინი 9 დათქმაზე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვა, ასევე, განისაზღვროს ჭერი მთლიანად ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების. რეკომენდაცია ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან გახლავთ გაცემული, რომლის შესახებ საუბარიც ადრეც მიმდინარეობდა პოლიტიკურ ჭრილში. ეს წესი შეეხება აბსოლუტურად ყველა პარტიას, მათ შორის – მმართველსაც და ოპოზიციისაც,“ – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში