მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინა.
ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
„საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ.
გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში – 620 584 ლარს.
ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ. სამართალდამცველებმა 5 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო