ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოქალაქეების ინფორმაციით, ხალხის ნაკადის გამო სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთას ვერ ახერხებენ - ისინი დახმარებას ითხოვენ

მოქალაქეების ინფორმაციით, ხალხის ნაკადის გამო სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთას ვერ ახერხებენ - ისინი დახმარებას ითხოვენ

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხალხმრავლობაა.

როგორც მოქალაქეები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გაზრდილი ნაკადის გამო საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.

„დილიდან საზღვართან მოვედით და საბაჟოს გადაკვეთას ვცდილობთ. ხედავთ, რამდენი ხალხია, დროულად ვერ ხერხდება მოქალაქეების გატარება. არ ვიცით, რა ხდება. გვსურს, დროულად გადავკვეთოთ საზღვარი, ამისთვის დიდი ხანი გვიწვეს საზღვართან ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ მიდიან. როგორ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს საათობით საბაჟოს რიგში დგომა უწევდეს?“, – აცხადებენ მოქალაქეები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.