ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოურინიო "ფენერბაჰჩეს" ჩაიბარებს

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო "ფენერბაჰჩეს" ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოურინიო სტამბულელებთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
61 წლის სპეციალისტი ხვალ, ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება, შემდეგ კი თურქეთში ჩაფრინდება და "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მოურინიო ბოლოს "რომას" წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო შუა სეზონში დაითხოვეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში 99 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის გამარჯვებულ "გალათასარაის" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.