არქივი19 იანვარი 2024, 10:08
მოურინიო საუდის არაბეთში მიდის - შეთანხმება უკვე შედგა
არაბული Aawsat წერს, რომ ჟოზე მოურინიო "ალ-შაბაბის" მთავარი მწრთნელი გახდება. პორტუგალიელს გუშინ Zoom-ში კლუბის სპორტულ დირექტორ დომინიკო ტიტესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რის შედეგადაც შეთანხმება შედგა.
გადაწყდა, რომ "განსაკუთრებული" უახლოეს დღეებში ჩაფრინდება ერ-რიადში, რათა შეთანხმება საბოლოოდ შედგეს და კონტრაქტი გაფორმდეს.
"ალ-შაბაბი" 19 ტურის შემდეგ საუდის არაბეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც იანიკ კარასკო და ევერ ბანეგა არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.