ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოულოდნელად გაჩნდა სადისკუსიო სივრცეში საარჩევნოდ ძველი პირადობის გამოყენების საკითხი, რაც საფრთხეს წარმოადგენს არჩევნების ჩატარების საკითხში - ხათუნა სამნიძე

საკანონმდებლო ორგანოში, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს ელოდებიან.
როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, მინისტრთან ძველი პირადობის ბარათებთან დაკავშირებით აქვს შეკითხვა, რომელიც მოულოდნელად აქტუალური გახდა სადისკუსიო სივრცეში.
სამნიძის თქმით, მინისტრისგან იმ მოქალაქეების კონკრეტულ სტატისტიკას ითხოვს, ვისაც ძველი პირადობის ბარათები აქვთ.
"იქიდან გამომდინარე, რომ მოულოდნელად გაჩნდა სადისკუსიო სივრცეში, საარჩევნოდ ძველი პირადობის გამოყენების საკითხი, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხში, მე მასთან მექნებოდა პირდაპირი კითხვა სტატისტიკასთან დაკავშირებით, კონკრეტული რაოდენობა მოქალაქეების, ვისაც აქვს ძველი ბარათი," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.