ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის 36-ე მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობს

მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის 36-ე მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობს

ევროპის გოგონათა (ჰოლანდია) და ევროპის ახალგაზრდული (მოლდოვა) ოლიმპიადების შემდეგ (სადაც ქართველმა მოსწავლეებმა 6 შესაძლებლობიდან 5 მედალი მოიპოვეს), მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც ქ. ალექსანდრიაში 1-8 სექტემბერს ინფორმატიკის 36-ე მსოფლიო ოლიმპიადა იმართება. მასში მსოფლიოს 97 ქვეყანა მონაწილეობს.
„წელს თაობათა ცვლის გამო ჩვენი ნაკრების 4 წევრიდან სამი დებიუტანტია. თუმცა, ჩვენი ბიჭების განწყობა ტრადიციულად საბრძოლოა და ისინი შეეცდებიან ღირსეულად იბრძოლონ მედლების მოსაპოვებლად. გუნდმა დასკვნითი ერთკვირიანი შეკრება ბაკურიანში გაიარა, სადაც მეცადინეობასთან ერთად ფიზიკურადაც მოძლიერდნენ. 🙂 წარმატებები ვუსურვოთ მათ, მთელ ჩვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას!“, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა ინფორმატიკაში გიორგი მანდარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.