მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება

მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება.
მედიის ინფორმაციით, საუბარია 5 დეპუტატზე გერმანიიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან.
ამ დროისთვის ცნობილია 2 გერმანელი ევროპარლამენტარის ვინაობა. მიხაელ ფონ დერ შულენბურგი და რუთ ფირმენიჩი, რომლებიც პრო-რუსული მემარცხენე პოპულისტური პარტია „საჰრა ვაგენკნეხტის ალიანსის” (BSW) წევრები არიან.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების ლიდერებს, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში უკვე იმყოფებიან ჩინეთის, სერბეთის, ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლაზე მოგვიანებით უარი თქვეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)