მოსკოვში სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა ნავალნის სამ ადვოკატს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 13 მარტამდე გაახანგრძლივა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს ადვოკატების ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინის და ალექსეი ლიპცერის პატიმრობის ვადა. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა.
როგორც “მედიაზონის” კორესპონდენტი იუწყება სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ცნობილია, რომ კობზევმა და ლიპსერმა შეხვედრის დახურვა გააპროტესტეს. 16 ნოემბერს სამივე ადვოკატს საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ისინი აღმოჩნდნენ „როსფინმონიტორინგის“ ბლოკირებულთა სიაში, რომელშიც ექსტრემიზმში ბრალდებული ადამიანები შედიან.
გამომძიებლების თქმით, ადვოკატები დაეხმარნენ ნავალნის დაჰკავშირებოდნენ ანონიმურ ექსტრემისტულ ორგანიზაციას. ს ხელისუფლებამ ექსტრემისტულად აღიარა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდი და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონული შტაბის ქსელი.
ისინი უარყოფენ დანაშაულს. ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ დაკავებული ნავალნის ადვოკატები პოლიტპატიმრებად აღიარა.
ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
· ნავალნი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით 2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ის მკურნალობდა ბერლინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინეს, რომ შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო რუსული წარმოების შხამით. ნავალნის მომხრეებმა უშიშროების სამსახური და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. რუსეთის მთავრობა უარყოფს მოწამვლის ფაქტს.
· გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და გაგზავნეს კოლონიაში, რადგან ძველ საქმეში გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. მოგვიანებით ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე ახალი საქმე აღიძრა. ის ცხრაწლიან პატიმრობას იხდის ვლადიმირის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
· აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.
დაწერეთ კომენტარი