არქივი24 ივლისი, 2024, 14:05
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის მანქანა აფეთქდა
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.
გამოცემა Коммерсантъ-ის ცნობით, ტორგაშევმა აფეთქების შედეგად ფეხები დაკარგა, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ოფიცრის ცოლიც.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიება უკრაინულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.