ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო – მედია

CNN-ის ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ გაუვრცელებია.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარი Telegram-ის არხის საშუალებით აიღო. გამოცემა წერს, რომ ცნობა გადამოწმებული არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.