მოსკოვში „თეატრალური” უწოდეს ტრამპის ულტიმატუმს

რუსეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმი არ აინტერესებთ.
14 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ტრამპის განცხადებებზე მოსკოვის პირველი ოფიციალური რეაქცია ეკუთვნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს, რომელმაც 15 ივლისს სოციალურ ქსელ X-ში ინგლისურად დაწერა, რომ „ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი გამოუცხადა“.
მედვედევის თანახმად, მსოფლიო შედეგების მოლოდინში შედრკა, ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რუსეთს კი არ ადარდებს.
მკაცრი ტარიფების დაწესების განზრახვის გარდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 14 ივლისს განაცხადა, რომ ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ი.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებებს 14 ივლისს კრემლისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა რომ -ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა