ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში აღლუმზე ფაშინიანი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები ჩავიდნენ

მოსკოვში აღლუმზე ფაშინიანი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები ჩავიდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ის დაესწრება 9 მაისს ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და შემდეგ “მნიშვნელოვან საკითხებზე” სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს.
„ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, — თქვა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში აღლუმს ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი დაესწრებიან.
ორი დღით ადრე მოსკოვის აღლუმზე დასწრებაზე უარი განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.