ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, „პოლიციის ავტომობილთან საეჭვო პირი შენიშნეს, ხოლო როდესაც მას დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა“.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად ეჭვმიტანილიც დაიღუპა.
„მიღებული დაზიანებების შედეგად, ორი პოლიციელი, ასევე მათ გვერდით მყოფი პირი გარდაიცვალა“, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.