ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა

მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მოსკოვში, სინიავინსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გაჩერებულ ავტომობილში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მონაწილე ანდრეი ტორგაშევი და მისი მეუღლე ჩასხდნენ.
ორივე მათგანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლების მიხედვით აღიძრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.