არქივი17 დეკემბერი 2024, 12:52
მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელსაც კიევი ქიმიურ შეტევაში ადანაშაულებდა

მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკლეს გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხები იუწყებიან.
აფეთქება რიაზანსკის გამზირზე მოხდა, როდესაც კირილოვი ადმინისტრაციულ შენობაში შედიოდა. მასთან ერთად დაიღუპა მძღოლიც.
კირილოვი იყო რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაური.
უკრაინა მანამდე აცხადებდა, რომ სწორედ კირილოვმა გასცა არაერთი ბრძანება უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ის უკრაინაში ძებნაზე იყო გამოცხადებული.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.