მოსკოვს სურს, -ს საკუთარი გარიგება შესთავაზოს იშვიათ მიწათა წიაღისეულის სფეროში

მოსკოვი განიხილავს -სთან იშვიათ მიწათა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა.
„რუსეთს მოეპოვება იშვიათ მიწათა მარაგები, რომლებიც მრავალჯერ აღემატება უკრაინისას და ისინი ბევრად უფრო ეკონომიურია მათი მოპოვების თვალსაზრისით. ჩვენ ღია ვართ იმის მიმართ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ინვესტიციები ჩადონ ამ საბადოებში, არის სხვადასხვა ტექნოლოგია, რომელთა გამოყენება აუცილებელია ამ საბადოების ასათვისებლად,“ მოჰყავს დმიტრიევის სიტყვები „ინტერფაქსს“.
ადრე თეთრმა სახლმა და კიევმა გამოაცხადეს, რომ დაგეგმილია ერთობლივი ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის შექმნა იშვიათ მიწათა ლითონებისა და თანამედროვე მრეწველობისთვის აუცილებელი სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ შეთანხმებას განიხილავს კომპენსაციად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
ვარაუდობდნენ, რომ შესაბამის შეთანხმებას აშშ და ხელს მოაწერდნენ 28 თებერვალს, როცა ვაშინგტონში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი . მაგრამ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, ზელენსკისა და, მეორე მხრივ, ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, ხელის მოწერა ჩაიშალა.
მოგვიანებით მხარეებმა მაინც მოახერხეს ამ საკითხში საერთო ენის გამონახვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად