მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს სამოცზე მეტი დრონით დაესხნენ თავს

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ათობით დრონით შეუტირეს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამოცზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. მან ასევე დაადასტურა, დომოდედოვოს ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავის დაზიანება – ამ ადგილას დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
11 მარტს დილიდან მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებლები ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც ასახულია დრონებით დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.
მოსკოვის ოლქში აფეთქებების ამსახველი არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა უკრაინული ტელეგრამის არხებზეც.
დრონის თავდასხმის გამო ჟუკოვსკის და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს, იტყობინება როსავიაცია.
მოსკოვის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შესახებ, ინფორმაცია გაავრცელეს რიაზანის მაცხოვრებლებმა, სავარაუდოდ დრონებით თავდასხმა განხორციელდა დიაგილევოს სამხედრო აეროდრომზე. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა თავის Telegram-ში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების იერიში მოიგერიეს, მსხვერპლი არ ყოფილა, საცხოვრებელი კორპუსები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა