არქივი7 იანვარი, 2026, 21:23
მოსკოვი აშშ-ს მოუწოდებს, დაკავებულ ტანკერზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა უზრუნველყოს და ხელი არ შეუშალოს სახლში მათ სწრაფად დაბრუნებას

აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერიდან რუსეთის მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფად სახლში დაბრუნებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა.
მათი თქმით, "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერზე, რომელიც აშშ-მა 7 იანვარს დააკავა, რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს მათდამი ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა და სახლში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებისთვის ხელის არშეშლა მოსთხოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.