ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი… ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება – ბლინკენი

მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი… ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება – ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოზე საუბრობს და კონგრესმენ ბილ კიტინგის კითხვას პასუხობს, რომელიც სწორედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
“შეშფოთებულები ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისკენ, აშკარად ეწინააღმდეგება. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ… ევროკაშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე… ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება”, – ამბობს ბლინკენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.