მოსკოვის სასამართლომ რუსეთში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე დააპატიმრა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე რობერტ ვუდლენდი ორი თვით დააკავა დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის დეტალებს არ ასაჯაროებენ.
32 წლის ვუდლენდი ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა მოსკოვის ოლქის ქალაქ დოლგოპრუდნიში. ის რუსეთშია დაბადებული, 1993 წელს ის ამერიკელ მეცნიერთა წყვილმა იშვილა. მაშინ მას რომან რომანოვი ერქვა. ბავშვთა სახლმა რომანოვისთვის 10 ათასი დოლარი ქრთამი მოითხოვა, მოუყვა ის „კომსომოლსკაია პრავდას“.
2019 წელს ვუდლენდმა აღმოაჩინა ბიოლოგიური დედა, მათი შეხვედრა რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. შეუნარჩუნდა თუ არა რუსეთის მოქალაქეობა, ცნობილი არ არის. სასამართლო დოკუმენტებში მას რუსული გვარითაც მოიხსენიებენ.
დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 6 იანვარს მიიღეს. მაგრამ საქალაქო სასამართლოების პრესსამსახურმა ცნობა მხოლოდ სამშაბათს გამოაქვეყნა, საახალწლო არდადეგების შემდეგ პირველ სამუშაო დღეს.
აშშ-მა რამდენჯერმე მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ რუსეთში და პირველი შესაძლებლობისთანავე დატოვონ ქვეყანა. სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს ამერიკელებს, რომ ისინი შეიძლება წააწყდნენ არამართლზომიერ დაკავებებსა და კანონების თვითნებურად გამოყენებას. ზოგიერთი მედიასაშუალების წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან პატიმრების გაცვლას გეგმავს და შესაძლოა თავს უყრის მძევლებს მოგვიანებით მათი უფრო სარფიანი გაცვლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ