ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა ბორის აკუნინს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილს) დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, 6 თებერვალს მიიღეს.
აკუნინს, რომელიც საკმაო ხანია აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და საჯაროდ ეწინააღმდეგება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, ხელისუფლება ტერორიზმისკენ მოწოდებასა და რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებს ბრალს.
აკუნინის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ცნობილი გახდა 18 დეკემბერს. იქამდე რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერდა.
მწერალი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.