მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ორი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა

მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ ორი თვით, 2024 წლის 30 იანვრამდე, გაუგრძელა პატიმრობა ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ იტყობინება მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების პრესსამსახური.
მთლიანობაში გერშკოვიჩს წინასწარ დაკავებაში 10 თვის განმავლობაში მოუწევს ყოფნა.
ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მომდევნო დღეს მოსკოვის სასამართლომ ის საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა. ფსბ ამტკიცებს, რომ გერშკოვიჩი -ის დაკვეთით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ.
გერშკოვიჩმა დანაშაული არ აღიარა. The Wall Street Journal-ის რედაქციამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი თავის საქმეს ასრულებდა. კერძოდ, ის გამოკითხვას ატარებდა ეკატერინბურგის მოსახლეებში იმის თაობაზე, თუ როგორი იყო მათი რეაქცია დანაკარგებზე, რომლებსაც განიცდიდა ში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ევან გერშკოვიჩი, რომელიც „არამართლზომიერად არის დაკავებული“. ეს სტატუსი ეკვივალენტურია მძევლის სტატუსისა და ის ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოოს ამერიკის მოქალაქის გაცვლაზე. ასეთი მოლაპარაკებების ფაქტი დაადასტურა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, მაგრამ მან დააზუსტა, რომ „ჯერჯერობით არ არსებობს საკითხის გადაწყვეტის მკაფიო გზა“.
ს სასამართლოს მიერ გერშკოვიჩის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას შესაძლოა 20 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის