მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება ქალაქ მოსკოვის პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში ალექსეი ნავალნის სახელი არ არის ნახსენები, თუმცა საპატიმროში მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში – მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, ულიანოვსკში – მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან.
„ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, პირთა გაურკვეველი წრისადმი გავრცელებულ მოწოდებებთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის ცენტრში მასობრივ აქციაში, მოსკოვის პროკურატურა საჭიროდ თვლის კანონის დარღვევის მიუღებლობის შესახებ გაავრცელოს გაფრთხილება,” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა რუსეთის კანონით აკრძალულია და ადმინისტრაციულ უფლებადარღვევად ითვლება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)