მოსკოვის ოლქის ხელისუფლება დრონით სახლის დაზიანების და დაშავებულების შესახებ იუწყება

დრონებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლება დაშავებულების შესახებ იუწყება.
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში შეეჯახა სახლს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ვორობიოვის თანახმად, საჭირო გახდა 100-მდე მობინადრის ევაკუაცია.
დრონებით შეტევის გამო დროებით დახურული იყო მოსკოვის შერემეტიევოს და ვნუკოვოს აეროპორტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გააბადგურეს“ 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 მოსკოვის რეგიონში, ყველაზე მეტი, 14 კი – კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია