ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება – ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დავით ქაცარავას განცხადების შეფასებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით.
„აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, ეს არ არის გასაკვირი. ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით. იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება“, – განაცხადა პრემიერმა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.