მოსკალკოვა: დუროვის დაჭერა TELEGRAM-ის დახურვის მცდელობაა
სრულიად ნათელია, რომ პაველ დუროვის დაკავების რეალური მიზეზი Telegram-ის დახურვის მცდელობაა, ინტერნეტ პლატფორმისა, რომელზეც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიმართლის გაგებაა შესაძლებელი, - წერს რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა.
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ “ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად”.
წყარო: ტაბულა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.