ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.
ბოლო სამი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი, 72% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 71% 18-24-ში ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანიაფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.