„მოსახლეობას მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავისუფლებისთვის არიან იქ მისული და საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ელემენტარულად ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მართავს

„მოსახლეობას მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავისუფლებისთვის არიან იქ მისული და საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ელემენტარულად ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მართავს
„მოსახლეობას მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავისუფლებისთვის არიან იქ მისული და საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ელემენტარულად ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მართავს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიას განუცხადა.
მისი შეფასებით, გეგმა იყო, რომ საქართველო მეორე უკრაინა გამხდარიყო და ქვეყანას ომი დაეწყო, რაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არ დაუშვა. ყაველაშვილის თქმით, საქართველო საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებს. „ეს არის დაგეგმილი – ისინი გარე ძალების ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებენ. მთელი პროცესი, პოლიციელებთან მოპყრობა, სხვადასხვა სახის იმპროვიზაცია და ა.შ. –
ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, ამ ინსტრუქციებში წერია ეს ქმედებები. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავისუფლებისთვის არიან იქ მისული და საქართველო გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ელემენტარულად ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მართავს. წარმოდგენა არ აქვთ, ვინ მართავს მათ – დაწერილია ინსტრუქცია, დავალება.
ბიძინა ივანიშვილმა სწორად განაცხადა: ეს პროცესია, სადაც საქართველომ უარი განაცხადა ომში ჩართვაზე, ფაქტი სახეზეა, რასაც თითქოს მიამიტური კითხვები მოჰყვა, როდესაც ვახტანგ მეგრელიშვილმა იკითხა, ვინ არის „გლობალური ომის პარტიაო“. „ხალხის ძალა“ წელიწადზე მეტია ამაზე ვსაუბრობთ. ვნახოთ რა ხდება დღეს ევროპის ქვეყნებში. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, ამერიკის ვასალი არ ვიქნებითო.
დღეს რატომ არ აწუხებთ უკრაინის ბედი, რა დღეშია უკრაინა?! ეს უნდოდათ საქართველოში, რომ აქ უკრაინა ყოფილიყო, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ და საქართველომ უარი განვაცხადეთ, რადგან ვიცოდით, რომ საქართველო განადგურდებოდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. გამოვლილი გვაქვს ეს ომები. გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვისას ვერანაირ შინაარსში ვერ შემოვიდნენ, ვერ დაასაბუთეს , რა საერთო აქვს ამ კანონპროექტს რუსულთან და რა შუაშია რუსეთი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Previous: რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლონ და ზედაპირულად არ შეხედონ საკითხს. რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა – წაუკითხაობითა და ღირებულებების დაცლით

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით