ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მოსახვევში ბანანს ფეხი არ დაადგა და არ მოცურდე” – თეა წულუკიანი არმაზ ახვლედიანს

კომიტეტის გაერთიანებული სხდომიდან, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი გააძევეს.
ხმაური “ბერლინალეს” ფესტივალთან დაკავშირებულ კითხვებს მოჰყვა, რა დროსაც წულუკიანმა ახვლედიანს ურჩია, რომ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ნუ ინერვიულებს.
ასევე საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციონერ დეპუტატს შეუთვალა, რომ იგი განერვიულებულია, რადგან არჩევნებში ვერასდროს ვერ გაიმარჯვა, რაზეც ახვლედიანმა მიუგო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება “ვინ ვის აჯობებს ნახავენ”.
წულუკიანმა ახვლედიანს დარბაზის დატოვებისას მიმართა და უთხრა, “მოსახვევში ბანანს ფეხი არ დადგა და არ მოცურდე”.
ტვპირველი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.