მოსამართლე ცეკვავამ 20 დღიან პატიმრობაში გაუშვა აქტივისტი ისაკო დევიძე

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივის ისაკო დევიძეს, რომელიც პარლამენტთან 23-24 სექტემბრის ღამეს დააკავეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 სექტემბერს გამოცხადდა.
პოლიციამ აქტივისტს ბორკილები თბილისში, რუსთაველის გამზირზე „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის“ დაადო. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მას პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობასთან ერთად (მუხლი 173), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ერთი მუხლის (166) დარღვევასაც ედავებიან.
23 სექტემბერს მე-300 დღე შესრულდა საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულების გათავისუფლება.
10 თვეზე მეტია, საქართველოში პროტესტი არ წყდება – გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან