ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი პატიმრობაში დატოვა

26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდნენ, თუმცა 26 წლის ხომერიკი, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებიან, ისევ ციხეში გააბრუნეს.
პროევოპული აქციების მონაწილემ დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.