მოსამართლე მადონა მაისურაძე – ჩემს საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მადონა მაისურაძის განცხადებით, საკუთარი საჯარო პოზიციის გამო, მისი მეუღლე სამსახურიდან გაათვისუფლეს. აღნიშნულის შესახებ მოსამართლე სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.
ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში. რა თქმა უნდა, ესეც გაივლის“, – წერს „ფეიბუქზე“ მოსამართლე მადონა მაისურაძე.
ცნობისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადონა მაისურაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ