“მოსამართლე იყო აგრესიული… “მოძველბიჭო” ტონით საუბრობდა” – გელა ხასაია

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის პროცესიდან მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გელა ხასაია გააძევა.
როგორც ხასაია “პრიველებთან” ყვება, მოსამართლე სხდომათა დარბაზში შესვლისთანავე აგრესიული იყო, როგორც დაკავებული ექიმის მიმართ, ისე სხდომათ დარბაზში მყოფების მიმართ.
“მოსამართლემ აგრესიით დაიწყო პროცესი, შემოვიდა თუ არა ეგრევე აგრესია გამოხატა გიორგი ახობაძის მიერ. ახობაძე ძალიან ადეკვატურად პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ ცოტა ტონისთვის უნდა დაეწია, თუმცა ის აგრძელებდა თავისი მოძველბიჭო ტონით საუბარს. “ახალის” ანი ქავთარაძეს მიმართა, რომ ჩაეწია მობილური, ეგონა, რომ ანიც იღებდა, ანი, უბრალოდ იმის გამო რომ მედიები ვერ ესწრებიან, აფდეითებს წერდა თავისს ფბ გვერდზე. მობილური წაართვა ანის და დაიდო თავისთან. რამდენიმე წუთის შემდეგ მომიტრიალდა მე და მითხრა, რომ ნუ ვიღებ და ძალიან ამაყად ამბობდა ახალი კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს გადაღებას. მომმართა უკვე თითის ქნევით, “მოდი ბიჭო აქ” ტონი იყო თითქმის, მივედი, ვაჩვენე რომ არაფერი არ გადამიღია, უბრალოდ ტექსტს ვწერდი შიგნით , მაგრამ მიუხედავად ამისა, მითხრა, დროს მართმევო, რაზეც მე ვუთხარი, რომ თვითონ იყო ეჭვებში და მე არაფერს არ ვაშავებდი. ის ცდილობდა, გამოგონილი რაღაცებით დროის გაწელვას. ეს იყო და ეს. შემდეგ გამომიშვა დარბაზიდა. განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, ჩემი აზრით, რადგან ეს არის პოლიტიკური დაკვეთა”, – აცხადებს გელა ხასაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან