ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა

საუბარია ნიკოლოზ ჯავახიშვილზე, თორნიკე გოშაძეზე, ირაკლი მიმინოშვილზე, ზვიად ცეცხლაძეზე, ვეფხვია კასრაძეზე, ვასილ კაძელაშვილზე, გიორგი გორგაძესა და ინსაფ ალიევზე.
მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ კვლავ არსებობს "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" და ამის საფუძველზე, ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა.
8 დაკავებულებიდან 3-ს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხოლო 5-ს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.