ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მის კონსტიტუციურ წარდგინებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მისთვის უცნობია კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის და განაწილების შედეგები

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მის კონსტიტუციურ წარდგინებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მისთვის უცნობია კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის და განაწილების შედეგები

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მის კონსტიტუციურ წარდგინებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მისთვის უცნობია კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის და განაწილების შედეგები.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პირადად ანაწილებს კონსტიტუციურ წარდგინებას. კონსტიტუციური წარდგინება შეტანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. როგორც წესი, კონსტიტუციური წარდგინება უნდა დარეგისტრირდეს და განაწილდეს 10 დღის ვადაში მისი შეტანის დღიდან. ასევე სავალდებულოა მისი გამოქვეყნება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე“, - განაცხადა ხუჭუამ.
მისივე თქმით, ყველა თანამდებობის პირმა ჯეროვნად და გულისხმიერებით უნდა შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი შეეხება ადამიანების თავისუფლების შეზღუდვას.
ცნობისთვის, კონსტიტუციური წარდგინება შეეხება მოსამართლის მიერ პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.