ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს, რომ ის რესტორან “ბაბილოში“ მოსამართლეების კორპორაციული წვეულებაზე არ მიიწვიეს.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული ქმედებით მას "არაფერი დააკლდება", დამატებით დეტალებსა და გარემოებებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ქართველი მოსამართლის ღირსებას და პრესტიჟს უფრთხილდება.
„ვადასტურებ, რომ არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე. არავის ჰქონია ჩემთან აღნიშნულის თაობაზე კომუნიკაცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს შეხვედრებზე არ ვარ მიწვეული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამით მე არაფერი დამაკლდება. სხვა დეტალებსა და ნიუანსებზე არ მსურს საუბარი, ჩემთვის მთავარია გავუფრთხილდე სასამართლოს პრესტიჟს, ქართველი მოსამართლის ღირსებას და ასევე პრესტიჟს. მე არ გამკვირვებია ზოგი მოსამართლის მხრიდან ჩემი მისამართით არაკორექტული ქმედებები, წინა წლებშიც იყო მსგავსი რამ. მე არაფერი მაკლდება, არ ვსაუბრობ სხვა რაიმე დეტალებზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი მოსამართლის ღირსებას და პრესტიჟს გავუფრთხილდე“,- აღნიშნა ხუჭუამ.
ცნობისთვის, თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.