მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მათ შორის კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
მოსამართლემ მედიასთან მცირე კომენტარი, სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ შორის, შეჩერებასთან [დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ]“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას დღეს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”