ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლემ “ტროტუარის საქმის” წარმოება შეწყვიტა – გიორგი წულაია

მოსამართლემ “ტროტუარის საქმის” წარმოება შეწყვიტა – გიორგი წულაია

სამოქალაქო აქტივისტი და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი წულაია ამბობს, რომ “ტროტუარის” საქმეზე მის წინააღმდეგ მოსამართლემ საქმის წარმოება შეწყვიტა.
საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს მოსამართლე დავით მაკარიძემ იმსჯელა და “ტროტუარის” საქმეზე შეწყვიტა საქმის წარმოება ჩემს წინაამღდეგ. საქართველოს ევროპული და უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების განეიტრალებისა და დაშინების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. ამ ბრძოლაში ჩვენი უდრეკობით,თავგანწირვითა და უკომპრომისობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს. შევხვდებით რუსთაველზე!, – წერს წულაია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.