მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, ამის პარალელურად აშშ-ის მხრიდან ერთგვარი შეზღუდვები რომ რჩება ძალაში ამ მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს გადახედვას საჭიროებს
მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, ამის პარალელურად აშშ-ის მხრიდან ერთგვარი შეზღუდვები რომ რჩება ძალაში ამ მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს გადახედვას საჭიროებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხი არა მხოლოდ გადახედვას, არამედ ამ მხრივ მეტი ნაბიჯის გადადგმას საჭიროებს. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც მოსამართლემ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა, აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობის შესაბამისი მოქმედება დაადასტურა სტრასბურგის ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ, ამის პარალელურად კიდევ ერთგვარი შეზღუდვები რომ რჩება ძალაში ამ მოსამართლესთან დაკავშირებით, ეს საჭიროებს გადახედვას. ეს არამხოლოდ გადახედვას, არამედ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმას საჭიროებს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს განცდა როგორც ქვეყნის შიგნით მყოფი აქტორების მხრიდან, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება ერთადერთი გზაა და ამის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდი დაუსაბუთებლად სანქცირებული მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს.
Next: ქალაქში სტენსილების განთავსება რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.