ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან” – კოჭლამაზიშვილის პასუხი კობახიძეს

მოსამართლის პასუხი “ქართულ ოცნებას” – ბადრი კოჭლამაზიშვილი სასამართლო პროცესზე იმ პოლიტიკოსებს უპასუხა, ვინც მოსამართლე სააკაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად პლატფორმის მიცემაში დაადანაშაულა.
კოჭლამაზაშვილმა ბრალდებას უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან.
მომხდარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამაც შეაფასა, რომელმაც ფაქტი სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმად მოიხსენია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეთებს განცხადებას, არამედ რამდენად ექვემდებარებიან მოსამართლეები ამას.
მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს სასამართლო დარბაზში, რატომ არის პრივილეგირებული? – ეს განცხადება კი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.