ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლეების სანქცირებამ მხოლოდ აშშ დააზარალა - კობახიძე

თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა სავიზო შეზღუდვები და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეპუტაციულად ამან მხოლოდ აშშ დააზარალა.
„თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციები. თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა სავიზო შეზღუდვები და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო. რეპუტაციულად დამაზიანებელი იყო მხოლოდ ამერიკისთვის, ჩვენთვის – არა. როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს დაუწესეს შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციებზე საუბარი არის „აბსოლუტურად არასერიოზულია“. ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა ხელისუფლების წევრებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები აშშ-ის ვიზის გაუქმების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.