მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – გარემოს ეროვნული სააგენტო

6 აპრილიდან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება