ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ატყობთ, რომ ჩუმად ვარ?
მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?
ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.
მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმაზე,
რომ საქართველო ნეიტრალური ვერ იქნება, ძალიან მძიმედ ხვდება ყურს,მაგრამ თუ ეს განცხადება ახლა იმისთვის კეთდება,რომ ევროკავშირთან აღდგეს ნორმალური ურთიერთობა და ამის ნათელი მაგალითია ევროპელების საკმაოდ “წონიანი” დელეგაცია ოფიციალურ თბილისში.
თუ ეს ქმედება გვჭირდება იმისათვის,რომ შევინარჩუნოთ შენგენის ვიზები, ათასობით ემიგრანტის ხელშეუხებლობა, რუსეთის სავიზო რეჟიმის, ვიზების და ფრენების საპირწონედ,ოქეი…
არის ამაში ლოგიკა.
გამოსავალი?
თუ ფასები ცაში აფრინდება,
რუსეთი შეგვიყვანს “არამეგობარ ” სახელმწიფოთა სიაში, გაგვიძვირებს ენერგორესურსებს, პურ-ბურღულეულს,აღარ გაიტანს ღვინოს და ციტრუსს,
არ გამოუშვებს ტურისტებს, ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს მატერიალურ კოლაფსს,
სავარაუდოდ ანაზდად რეფერენდუმის დროც დადგება!
ევროპასთანაც პირნათელი ვიქნებით,
აშშ -ც ვერ მოგვდებს შარს და რუსეთიც მოტრიალდება.
ნუ ვცდილობთ ერთ სვლაში ამოვიცნოთ მრავალსვლიანი კომბინაცია.“




