მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?

მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?
„მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი ევროკავშირის ელჩს ფენომენალურ მოვლენად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან განაჩენი თავის თავს თვითონვე გამოუტანა. „ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი არათუ ელჩის მოვალეობას არ ასრულებდა, არამედ პირდაპირ ჩართული იყო „ნაცმოძრაობის“ ჯერ წინასაარჩევნო კამპანიაში და შემდეგ რადიკალურ პროცესებში. ევროკავშირის ელჩი კი საერთოდ ფენომენალური მოვლენაა. ის წარმოადგენს იმ სახელმწიფოებს, რომელიც იწონებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას – უნგრეთი, , იტალია.
მან თავის-თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი და ის ნამდვილად ვერასოდეს ვეღარ მოიხსენიება საქართველოს მეგობრად. გერმანიის ელჩი ჯერ მაშინ ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, როცა იანვარში მას კითხვა დაუსვით და პასუხი ვერ გასცა, თავისივე წარმოთქმულ სიტყვებს, რომ გერმანიაში შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა რადიკალი აქციის მონაწილეების დასჯა და სასჯელის ხუთ წლამდე პატიმრობის ვადით გაზრდა.
და ეს მაშინ როდესაც ელჩი აქაური რადიკალური აქციის მონაწილეებს სიტყვის თავისუფლების გამომხატველ აქციის მონაწილეებად, ხოლო არასამთავრობო სექტორის მიმართ ამ უვნებელ „გამჭვირვალობის კანონს“ რუსულად მოიხსენიებდა. თითქოს ეს კანონი ანტიდემოკრატიული კანონია.
მისი სახელმწიფოს მომავალი კანცლერი კი დღეს ამბობს, რომ დაიწყებს გამოძიებას არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ