ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მორაგბე და მწვრთნელი ზაალ ლეჟავა: მინდა, გვერდით დაუდგე ყველას, ვინც რუსთაველზე დგას

„მინდა, გვერდით დაუდგე ყველას, ვინც რუსთაველზე დგას.
ჩვენ, მორაგბეებს, ყოველთვის ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და სულ ავანგარდში ვიყავით ეროვნული გათავისუფლების ბრძოლაში. და მერე ეროვნული სპორტის ჩამოყალიბებაში.
არ მინდა არავის არაფერი ჭკუის სწავლების მაგვარი გამომივიდეს. მაგრამ აშკარად ჩანს, ეს “ოცნება”რა და ვინ არიან და ნუ დაუდგებით გვერდით მაგათ. ჩემი პირადი თხოვნაა, რაგბის არ ეკადრება ეგ.
იფიქრეთ მაგაზე. ამხელა ფორიაქი და ძალადობა ერთი კანონის გამო ატეხეს. საშიში და გარყვნილი ფულით და ძალაუფლების ჟინით ხალხია, რად უნდა ამას გამადიდებელი შუშა. და გაეცალეთ ამ “ოცნებას”, ამდენი ხალხის ნაშრომს და ნაწვალებს და ნაომარს ნუ წაშლით, ნუ იკადრებთ. საქართველო ევროპაა". - წერს ზაალ ლეჟავა, მორაგბე და მწვრთნელი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.